eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიური კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი 2018 წლიდან მუშაობს. ოფიციალურად ცენტრი დაარსდა 2023 წლის მაისში. ამ პერიოდიდან, ყოველწლიურად ცენტრს მომართავს 250 სტუდენტი. საშუალოდ უფასო საკონსულტაციო სერვისს იღებს 200-მდე სტუდენტი. ცენტრს უფრო ხშირად მომართავენ ქალები (მომართვათა 85%).

სტუდენტებში 5 ყველაზე ხშირი  მომართვის მიზეზია: დაბალი თვითშეფასება და წარუმატებლობის შიში; დაქვეითებული გუნება-განწყობა; მომატებული შფოთვა; ბრაზის მართვის სირთულეები და ინტერპერსონალური ურთიერთობების სირთულე.

ფსიქოლოგიური კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის და საფერხურის სტუდენტს სთავაზობს უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას / ფსიქოლოგიურ კონსულტირებას.

  • უფასო ფსიქოლოგიური კონსულტირება განკუთვნილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რათა დაეხმაროს მათ ფსიქოლოგიური პრობლემების გადაჭრაში, ადაპტაციისა და ეფექტური დაძლევის უნარების განვითარებაში.
  • სტუდენტს შეუძლია მიიღოს უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაცია თუკი აღენიშნება შემდეგი სირთულეებიდან ერთი ან მეტი:

⮚ სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ადაპტაციის დარღვევები;

⮚ დაქვეითებული გუნება-განწყობა (გლოვა, სევდა, უიმედობა);

⮚ ძილის დარღვევები;

⮚ სუიციდური აზრები და თვითდაზიანება / თვითდაზიანების მცდელობები;

⮚ მომატებული შფოთვა;

⮚ სოციალური შფოთვა;

⮚ პანიკური შეტევები;

⮚ გამოხატული შიშები;

⮚ ბრაზის მართვის სირთულე;

⮚ კვების დარღვევა;

⮚ დროის მართვის სირთულეები;

⮚ დაყოვნება (პროკრასტინაცია);

⮚ ინტერპესონალური ურთიერთობების სირთულე;

⮚ დაბალი თვითშეფასება და წარუმატებლობის შიში;

⮚ სტრესთან გამკლავების სირთულე.

 

სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირება ითვალისწინებს სტუდენტებთან ინდივიდუალურ მუშაობას - 6 უფასო კონსულტაციას.

კონსულტაციების ჩატარების ადგილი: თსუ-ს III კორპუსი 019 და 024 ოთახი. ონლაინ: Google Meet პლატფორმა.

 

დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერეთ მესენჯერში ან დაგვირეკეთ ნომერზე - 555577883 და წინასწარ დაჯავშნეთ კონსულტაცია.

ელექტრონული ფოსტა: counsellingcentertsu@gmail.com

მომსახურების მიღების მსურველი თავად უკავშირდება ცენტრს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

ცენტრის ოფიციალური FB-გვერდი